ქართული | English | 日本語
სამება

"იაპონიის შემოდგომა" - იაპონური კულტურის თვე


იაპონური კინოს ფესტივალი



თარიღი: 9 ნოემბერი (პარ.) 19:00

ადგილი: რუსთაველის კინოთეატრი

რუსთაველის გამზირი 5


* დასწრება თავისუფალია.

** კინო ფესტივალი გაგრძელდება 11 ნოემბრამდე.



● გამერა - სამყაროს მცველი (1995 წელი; 95 წუთი)

რეჟისორი: შიუსუკე კანეკო

ენა: იაპონური

სუბტიტრები: ქართული, რუსული


შინაარსი:

ატლანტიდის მეცნიერების მიერ შექმნილი ჩიტები-მონსტრები, გიაუსები, იაპონიის ერთ კუნძულზე შემორჩნენ და თანამედროვე სამყაროს დაღუპვით ემუქრებიან. იაპონიის მთავრობა, ხედავს რა მოახლოებულ საფრთხეს, გადაწყვეტილებას იღებს დაიჭიროს ჩიტები. ქ. ფუკუოკას სტადიონზე ჩიტებს ხაფანგს უგებენ, მაგრამ ხაფანგი დროზე ადრე ამოქმედდება და ჩიტები ადამიანებს თავს ესხმიან. ამ დროს ოკეანიდან გამოდის გამერა -გიგანტური კუ, რომელსაც ძალუძს მოერიოს გიაუსებს. გამერასა და გიაუსებს შორის გაიმართება ბრძოლა, რის შედეგაც ცივილიზავია გადარჩება!



● ყველაზე მოკლე წერილი დედას (1995 წელი; 117 წითი)

რეჟისორი: შინიჩირო სავაი

ენა: იაპონური

სუბტიტრები: ქართული, რუსული


შინაარსი:

"დედა, მასთან ბედნიერი ხარ? მამა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ არაფერი არ უთქვავს." ამ წერილმა გაიმარჯვა იაპონიაში გამართულ ყველაზე მოკლე წერილების კონკურსში. მამის გარდაცვალების შემდეგ, მაკიმ ეს წერილი დედას მისწერა, რომელმაც ის და მისი ძმა ჰიროში ბავშობაში მიატოვა.

ჰიროში მოძებნის დედას და მათ შორის თბილი ურთიერთობები ყალიბდება, ხოლო მაკი თავს იკავებს დედასთან ურთიერთობაზე. ჰიროში ავარიის გამო საავადმყოფოში მოხვდება. სწორედ აქ მაკი შეურიგდება დედას...



● სკოლა - 2 (1996 წელი; 122 წუთი)

რეჟისორი: იოჯი იამადა

ენა: იაპონური

სუბტიტრები: ქართული, რუსული


შინაარსი:

"გონებაშეზღუდულ მოზარდთა სკოლა-ინტერნეტის მასწავლებელი რიუჰეი აოიამა და მისი კოლეგა დაისუკე კობაიაში მათი აღსაზრდელების ტაკაშისა და იუიას მოსაძებნად მიდიან, რომლებმაც გადაწყვიტეს საყვარელი პოპ-ვარსკვლავის კონცერტზე წასვლა მეზობელ ქალაქში. მოგზაურობის დროს აოიამა და კობაიაში აცნობიერებენ ადამიანის აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ხოლო ბიჭუნებისთვის თავისუფლებაზე გატარებული ის ერთი ღამე უფრო მეტი დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის გრძნობას ბადებს მათში, ვიდრე ნებისმიერი პედაგოგიური თეორიები თუ მეთოდები.



* * * * * * * *


ფილმების ჩვენების განრიგი

9 ნოემბერი (პარასკევი) 19:00 გამერა - სამყაროს მცველი
10 ნოემბერი (შაბათი)

14:00 ყველაზე მოკლე წერილი დედას

16:00 გამერა - სამყაროს მცველი

18:00 სკოლა - 2

5 აგვისტო (კვირა)

14:00 სკოლა - 2

16:00 გამერა - სამყაროს მცველი

18:00 ყველაზე მოკლე წერილი დედას